თურქული მედიის ცნობით, დღეს, 9 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ართვინის არჰავის რაიონში, მეწყერში ჩამარხული ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს.
მეწყერმა, რომელიც ხეობაში 8 დეკემბერს ჩამოწვა, მიწის და კლდის მასები ფერდობზე ჩამოშალა და გზატკეცილი გადაკეტა.
მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში მოდიოდნენ.
ვიდეო იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=6psmWPXppXw
წყარო: ბათუმელები