ოთხშაბათი, ოქტომბერი 30, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და..." - სოფო ნიჟარაძე

“ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და…” – სოფო ნიჟარაძე

aviabiletebiaviabiletebi

ქართველი მომღერლის, სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალურია. ეს ინტერესი კი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მისი და სოფო ნიჟარაძის უსაყვარლესი გოგონა, ელის მარია გააცნო.

მომღერალი საჯაროდ იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, გამონაკლი იყო 2017 წელს, როდესაც გადაცემა “პროფილში” იმყოფებოდა სტუმრად.

“მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი…

ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მე ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი… ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგივე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ.

მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენანებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი. თუმცა ვამბობ, რომ ამას ვნანობ” – მოუყვა მაყურებელს სოფო ნიჟარაძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!