35 წლის მოდელი და ბლოგერი, ყოფილი "The Biggest Lips" ტიტულის მფლობელი, კრისტინა რეი სოჭში, კანალიზაციაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ 93.RU 29 ოქტომბერს იტყობინება.
სხეულის მოდიფიკაციებით განთქმულ ქალს სექტემბრის ბოლოდან ეძებენ. სამართალდამცავი ორგანოების გარდა, ძიებაში Lisa Alert-ის მოხალისეები ჩაერთნენ.
კრისტინა რეი ცნობილი გახდა 10 წელზე მეტი ხნის წინ გაკეთებული დიდი ტუჩების წყალობით და მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. სასურველ შედეგამდე მას 100 ინექციის გაკეთება მოუწია.
2019 წლის მაისში რეიმ გამოაცხადა, რომ მოიშორა დიდი ტუჩები, ამოიღო იმპლანტები და აღადგინა წარბები. მან სხეულის შეცვლის სურვილი ახსნა, როგორც თვითრეკლამირების სურვილი, მაგრამ აღნიშნა, რომ საბოლოოდ მას ეს არ სიამოვნებდა. თუმცა, ექვსი თვის შემდეგ ტუჩები თავის ადგილს დაუბრუნდა.
Baza Telegram-ის არხი ადრე წერდა, რომ პოლიციამ იპოვა ბიჭი, რომელთანაც კრისტინა ბოლოს იყო. მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 6.9 მუხლით (ნარკოტიკული ნივთიერებების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება) ადმინისტრაციული ოქმი შედგა.
ბლოგერი დაიბადა იუჟნო-სახალინსკში და რამდენიმე წლის წინ გადავიდა სოჭში. ბაზის ინფორმაციით, მოდელის ოჯახმა განაცხადა, რომ ის ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. მის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე რეიმ შეიტყო, რომ სურდათ მისი რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა და სახლიდან გავიდა.