ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები“როგორ გიხაროდა ახალ წელს მივდივარო 5 წლის მონატრებულ შვილებთანო…" - ცნობილია ისრაელში...

“როგორ გიხაროდა ახალ წელს მივდივარო 5 წლის მონატრებულ შვილებთანო…” – ცნობილია ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპულის ვინაობა

amindi

ბლოგერი შოთო სიხარულიძე ჩოხატაურში მომხდარ საზარელ ავარიას ეხმიანება:

“შვილმკვდარი ემიგრანტი დედა. უკვე გაიგო ავარიის ამბავი… არ ვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ იზა შენს მონატრებულ გოგას უდროოდ იმიერში გადასახლებას ვერ ვიჯერებ. რით განუგეშო, სიტყვებს ვერ ვპოულობ  როგორ გიხაროდა ახალ წელს მივდივარო 5 წლის მონატრებულ შვილებთანო… ეს რა დაგვემართა ეს რა დღე გაგითენდა შვილმონატრებულ  დედას შვილის სიმწარე რატომ ანახე ღმერთო. უფალს მიებაროს მისი სპეტაკი და ლამაზი სული. მარადიული ხსოვნა და არდავიწყება…

“შოთო სიხარულიძე  ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას იტალიაში იზა დუმბაძეს შვილის გოგა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

უფალო, ნურც ერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს.განსაკუთრებით ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წართმევ, დაიფარე ყველა დედა…

გლოვობს ჩემი ჩოხატაური, გორაბერეჟოული. 1 ოქტომბერი საშინელი ბურუსით მოცული სოფელი, იმდენად ჩაჩუმებული იყო  რომ შეატყობდი რაღაც მომხდარაო, 3 ღიმილის ბიჭი ანგელოზად გადაქცეულაო. როგორი თბილები იყავით ღიმილებით ბედნიერებით და სიყვარულით სავსეები ყველას უნაწილებდით ღიმილებს ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს ოჯახებს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ  მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ.

ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის…

მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო“ – წერს შოთო სიხარულიძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!