,,გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, 11-00 საათიდან 23 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ შეჩერებული იქნება საბაჟო კონტროლის პროცედურები", - ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
,,სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება 24/7-ზე განხორციელდება.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება", - აღნიშნულია განცხადებაში.