პარასკევი, მაისი 9, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბები,,ოჯახიც და გვარიც, მისით ამაყობდა..." - ცნობილია, ვინ არის ბიჭი, რომელიც ვარჯიშისას...
თვითფრინავის ბილეთები

,,ოჯახიც და გვარიც, მისით ამაყობდა…” – ცნობილია, ვინ არის ბიჭი, რომელიც ვარჯიშისას გარდაიცვალა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ახმეტაში, ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა.

სოფელ ქისტაურში მცხოვრები ბიჭი, სპორტით იყო დაკავებული და მძიმე წონაში ჭიდაობდა.

“არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მოწესრიგებული, კარგი გაზრდილი. სპორტით იყო დაკავებული. ისეთი ბიჭი იყო, ოჯახიც და გვარიც მისით ამაყობდა. დაუჯერებელი ამბავია, ამ სოფლისთვის დიდი ტრაგედია”, – ამბობენ ქისტაურში.

შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ვასიკო სიხარულიძე, დღეს, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ვარჯიშის დროს გაკეთებული მანევრის დროს გარდაიცვალა.

ახალგაზრდას, სავარაუდოდ, თავის ქალის ფუძე დაუზიანდა.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით