ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიარაფერი ანტიევროპული, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში არ არის - თალაკვაძე ე.წ. მოსმენების...

არაფერი ანტიევროპული, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში არ არის – თალაკვაძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებზე

aviabiletebiaviabiletebi

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის პოლიტიკური ვეტოს დაძლევაზე ამერიკის საელჩოს პოზიცია მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. უმრავლესობის წევრებმა საელჩოს კანონის წაკითხვა ურჩიეს. ქართული ოცნების განმარტებით, ცვლილებები ეხება დამნაშავეების კონტროლს, და შემაშფოთებელია, როდესაც ამერიკის საელჩოს განცხადება დამნაშავეებსა და საქართველოს მოქალაქეებს აიგივებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, არაფერი ანტიევროპული, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ე.წ. მოსმენების შესახებ კანონმდებლობაში არ არის.

„როგორ გვაშორებს კანონი რაიმეს, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა იურიდიულმა ექსპერტულმა ორგანიზაციამ - ვენეციის კომისიამ, არცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ გამოუგზავნა პარლამენტს, როდესაც პრეზიდენტის ვეტოში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი თუ რას „აშავებს“, „რას აფუჭებს“ ეს კანონი, თუ ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ ცვლილებები მოხდა საზოგადოებისთვის იმ ძალიან სახიფათო დანაშაულების კატეგორიებთან მიმართებაში, რომლებზეც დასავლეთის სახელმწიფოებში კონტროლი ყოველთვის არის მკაცრი და ეფექტური. ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის პოლიტიკური ვეტოს დაძლევა ამერიკის საელჩომ შეაფასა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები და არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!