შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიელისაბედ მეორე სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან

ელისაბედ მეორე სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან

kompensacia frenebzekompensacia frenebze

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, რადგან ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

„ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, 96 წლის დედოფალი თავს კომფორტულად გრძნობს და ბალმორალში იმყოფება.

როგორც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებული იქნება აღნიშნული ამბის გამო.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!