ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

frenis kompensaciafrenis kompensacia

საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, ჯამურად, 14 მილიონ ლარით დაფინანსდა.

თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სოფლებში რუფოთის, ქვედა სიმონეთის, დაბა შორაპანის, მეორე სვირის, სოფელ ქვედა საზანოსა და სოფელ ცხრაწყაროს  სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები სრულად ადაპტირდა გნსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 2019 წლიდან დაიწყო და მხოლოდ იმერეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 84.8 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!