"შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა. 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო" - ამის შესახებ ეკატერინე კიბაბიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
"5 წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება...წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება.
ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.
შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ.
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენ მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.
ლიბერთი ბანკი
ანგარიშის ნომერი #GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)
#შოვისტრაგედია
#ნიკოლოზისოჯახისთვის" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.