ბრიტანეთში კაცმა ლატარიაში ჯეკპოტი ვერ მოიგო, რადგან შეყვარებულმა მისი არჩეული კომბინაცია შეცვალა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის ჯეიკობ საიმონი 1 წლის განმავლობაში ლატარეის ბილეთის შევსებისას ციფრების ერთი და იგივე კომბინაციას იყენებდა, მაგრამ უშედეგოდ.
ერთ დღესაც ჯეიკობის შეყვარებულმა გადაწყვიტა ციფრები შეეცვალა. თუმცა, სამწუხაროდ, სწორედ მაშინ მომგებიანი რიცხვების ის კომბინაცია აღმოჩნდა, რომელსაც წყვილი 12 თვის განმავლობაში იყენებდა. ჯეიკობმა ჟურნალისტებს უამბო, რომ გათამაშება არ უნახავს, მაგრამ შეყვარებულმა მომხდარის შესახებ მოუყვა.
„მეგონა ხუმრობდა“, - განაცხადა კაცმა. მან ასევე აღიარა, რომ მომხდარის გამო წყვილმა იჩხუბა.
გათამაშების ჯეკპოტი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.