ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაუღრან ტყეში ერთი ოჯახის 3 წევრის ნეშტი იპოვეს - ცნობილია გარდაცვალების მიზეზი

უღრან ტყეში ერთი ოჯახის 3 წევრის ნეშტი იპოვეს – ცნობილია გარდაცვალების მიზეზი

amindi

მათ სურდათ ეცხოვრათ სამყაროსგან მოშორებით, ყველაფრისგან მოწყვეტილად, გაურკვევლობის ეპოქის ეშინოდათ. ისინი შიმშილით დაიხოცნენ კოლორადოს შორეულ რაიონში, სადაც ერთი წლის წინ გეგმავდნენ თავიანთი ბანაკის შექმნას. - წერს უცხოური მედია.
ტრაგედია გუნისონის ეროვნულ ტყეში, 9 ივლისს მოხდა. მოგზაური წააწყდა პატარა კარავს, რომელშიც ორი ადამიანის ნეშტი იყო.

იქვე იყო კიდევ ერთი მუმიფიცირებული სხეული.

სასამართლო ექსპერტი დასძენს: ისინი მრავალი თვის მკვდარი უნდა იყვნენ, გარდაცვალების მიზეზი გაციება ან უჭმელობა იყო. მოხსენებაში ნათქვამია, რომ არასრულფასოვანი კვების ნიშნები აშკარაა. თუმცა, ეს ჯერ არ არის საბოლოო განაჩენი. იწყება გამოძიების მეორე ეტაპი: ვინაობის დადგენა.

დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში 42 წლის რებეკა ვენსიმ გადაწყვიტა, ხალხისგან შორს გადახვეწილიყო. კოვიდმა გაამძაფრა მისი წუხილი და მიაჩნდა, რომ საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, კოვიდს დამალვოდა და ჩაფლულიყო ბუნებაში, კომფორტისა და მინიმალური სერვისების გარეშე.
რებეკამ თან წაიყვანა 14 წლის შვილი, მათ შეუერთდა  კრისტინ ვენსი, ქალის და.

ტრიო, წარმოშობით კოლორადოს სპრინგსიდან, მანქანაში ჯდება, დიდხანს იხეტიალებენ და შემდეგ მიემართებიან ეროვნული პარკის ტყეებში შესაფერისი ადგილის მოსაძებნად. აქედან უახლოეს კურორტამდე ერთი საათის სავალია.

ტრაგედია, გამომძიებლების თქმით, დაიწყო პირველი ცივი ამინდით, თოვლითა და განუწყვეტელი ყინვით.
რებეკამ, მისმა ვაჟმა და კრისტინამ გამოცდას ვერ გაუძლეს და გარდაიცვალნენ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!