შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიმსოფლიოპატარძლის ნათესავებმა სიძე სიმელოტის გამო სცემეს - ცნობილია დეტალები

პატარძლის ნათესავებმა სიძე სიმელოტის გამო სცემეს – ცნობილია დეტალები

aviabiletebiaviabiletebi

ინდოეთში პატარძლის ოჯახს საქმროსთან სიმელოტის გამო ჩხუბი მოუვიდა. ამის შესახებ ABP Live იტყობინება.

პატარძლის ახლობლებმა საქმროს სცემეს, რომელიც სიმელოტის დამალვას ცდილობდა. ჩხუბი საქორწინო ცერემონიის დროს მოხდა. როგორც გაირკვა სასიძო მელოტი იყო და ამ ნაკლის დასაფარად მას პარიკი ეფარა, რაც არც საცოლემ იცოდა და არც მისმა ნათესავებმა.

ქორწილის დროს გადაღებულ ვიდეოში პატარძლის ნათესავი მამაკაცს პარიკს მოულოდნელად ხდის. ამის შემდეგ, პატარძლის ნათესავები სასიძოს დამცინავ სიტყვებს ეუბნებიან და მუშტებს ურტყამენ.

სასიძომ პატარძლის ოჯახს პატიება სთხოვა, საბოლოოდ, საქმე სოფლის ხელისუფლებაში გაირჩა.

გარდა სიმელოტისა, კონფლიქტი იმანაც გამოიწვია, რომ მამაკაცი, როგორც გაირკვა, უკვე დაქორწინებული იყო. მედიის ცნობით, პროცესი პოლიციის ჩარევის გარეშე დასრულდა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!