ოზურგეთის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მივულოცო აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ბუნებრივია, განსაკუთრებით მახარებს, ოზურგეთელი ახალგაზრდების წარმატება - ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს და ეს გამოცდების შედეგებზეც აისახა. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და დამსახურებაც დიდია მათ წარმატებაში! მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს. წელს 7 ოზურგეთელი სტუდენტი მიიღებს ჯილდოს და ასევე ფულადი ჯილდო გადაეცემათ სკოლებსაც,“ - აღნიშნავს ოზურგეთის მერი.