ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისოფელ მეტეხში პოლიციელს 4 წლის შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაცემია ასევე სამართალდამცველის...

სოფელ მეტეხში პოლიციელს 4 წლის შვილის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაცემია ასევე სამართალდამცველის დედა და…

amindi

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ტეხ­ში პო­ლი­ცი­ელს 4 წლის შვი­ლის თვალ­წინ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ნა­ცე­მია ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის დედა და მე­უღ­ლე. ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ სამ პირს ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნათ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 16 ივ­ლისს, კას­პი-მე­ტე­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ყოფ­ნი­სას, ი.კ.-ს ავ­ტო­მო­ბილს სა­პი­რის­პი­რო სა­ვალ ზოლ­ში მა­ღა­ლი სის­წრა­ფით მი­მა­ვა­ლი მ.მ. შე­ე­ჯა­ხა და ავ­ტო­მან­ქა­ნა და­უ­ზი­ა­ნა. მომ­ხდარ ფაქტს ი.კ.-ს მე­უღ­ლე, შსს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლ.ტ. შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც ასე­ვე, ავ­ტო­მან­ქა­ნით მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­სა და მ.მ.-ს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე მ.მ.-ს მე­გობ­რე­ბი - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მი­ვიდ­ნენ.

  • ხსე­ნე­ბულ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს, მისი 4 წლის შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და და­სახ­მა­რებ­ლად მი­სუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მა­მაც სცე­მეს, მცი­რე­წლო­ვა­ნის თვალ­წინ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლის დე­დას და მე­უღ­ლეს.

ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ე­ლის დე­დამ სსიპ 112-ში და­რეკ­ვა სცა­და, რა დრო­საც ად­გილ­ზე მყოფ­მა ერთ-ერ­თმა პირ­მა მას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა.

გარ­და ამი­სა, ჯ.ც. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ-საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, ეს უკა­ნას­კნე­ლი ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფ­ლა და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სამი პირი 17 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს, ასე­ვე საქ­მე­ზე ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი-საშ­ტა­ტო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და პო­ლი­ცი­ე­ლის დე­დის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ამო­ი­ღეს. მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნათ (ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო ჯ.ც.-ს ბრალ­დე­ბა 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) და 237-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც 9-დან 13 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!