ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ვარჯიშზე დედას დავყავდი, სულ ჩემ გვერდით იყო“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ვარჯიშზე დედას დავყავდი, სულ ჩემ გვერდით იყო“ – ხვიჩა კვარაცხელია

frenis kompensaciafrenis kompensacia

სერია A-ში წარმატებულ თამაშს ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებული დებიუტიც დაუმატა. შეგახსენებთ, "კვარას" "ნაპოლიმ" "ლივერპული" 4:1 დაამარცხა. ხვიჩამ მონაწილეობა 3 გოლში მიიღო, კონკრეტულად მესამე ეპიზოდში კი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.

sportall.ge აქვეყნებს ხვიჩას ინტერვიუს, სადაც ის დედის შესახებ საუბრობს:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და  ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ.

ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ და მინდოდა, რომ მათთან ერთად ბევრისთვის მიმეღწია. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ დედასთან ერთად დავდიოდი. იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო. ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მამამაც, ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, მიხსნიდა და მასწავლიდა რაღაცებს, მაგრამ არც ერთხელ მას ჩემთვის ვარჯიში არ დაუძალებია. მას უნდოდა, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფლებას მაძლევდა, არასდროს დაუძალებია, გინდა თუ არა ფეხბურთი ითამაშეო, ყველაფერს საკუთარი სურვილით ვაკეთებდი".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 10 სექტემბერს, "სპეციასთან" გამართავს, შემდეგ კი შოტლანდიაში გაემგზავრება და 13 სექტემბერს "რეინჯერსს" შეხვდება.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!