ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპუტინი თვალს გვადევნებს - კრემლის მორიგი მუქარა და ახალი გავლენების მოპოვების მცდელობა

პუტინი თვალს გვადევნებს – კრემლის მორიგი მუქარა და ახალი გავლენების მოპოვების მცდელობა

frenis kompensaciafrenis kompensacia

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.

დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

ავსტრიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, ნათქვამია კონცეფციაში.

„რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში მხარს უჭერს“, - ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.

ვლადიმირ პუტინი უფლებას იტოვებს შეიჭრას ყველგან, სადაც ადამიანები რუსულად ლაპარაკობენ. ასეთი ქვეყანა კი ძალიან ბევრია.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი ვერასდროს მიაღწევს რუსეთის მთლიან და ტოტალურ იზოლირებას.

„როგორც არ უნდა უნდოდეს ვინმეს რუსეთის იზოლირება, ამის გაკეთება, როგორც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შეუძლებელია. საკმარისია რუკას შეხედოთ“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

პუტინის თქმით, მიუხედავად დასავლეთის ანტირუსული სანქციებისა, უცხოური ქვეყნების დიდი ნაწილი რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს და არ აპირებენ საკუთარი ეკონომიკური პროექტების დახურვას რუსეთის ფედერაციაში.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, დასავლეთის გეგმა რუსეთის ტოტალურ იზოლირებასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო განწირული მარცხისთვის. ამის მაგალითად კი მას მოჰყავს ის, რომ არამეგობარი ქვეყნების მცდელობების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ "არ ჩამოშლილა".

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინაში მიმდიმარე ე.წ. სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა.

„ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ხალხის დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ მას ბოლომდე შევასრულებთ", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, არამედ ცდილობს მათ დასრულებას, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს. 

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არაფერი დაგვიწყია სამხედრო ოპერაციების კუთხით, არამედ მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ“, - განაცხადა ოკუპანტი რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, არაფერი დაუკარგავს და არც დაკარგავს.

„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ დასავლეთს გაზისა და ნავთობის მიწოდების შეწყვეტით „გაყინავს“, თუ რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესდება.

რუსეთის ლიდერმა ევროპის ქვეყნების მოწოდებებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვის შესახებ, „სულელური“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს გამოიწვევს გლობალური ფასების ზრდას და ევროპაში ეკონომიკურ პრობლემებს.

„მიიღება პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონტრაქტებს? დიახ, ჩვენ უბრალოდ არ შევასრულებთ მათ! და საერთოდ, ჩვენ არაფერს მივაწოდებთ... არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს, არც მაზუთს - არაფერს არ მივაწოდებთ და ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩება, რომ თან დავაყოლოთ: „გაყინე, გაყინე, მგლის კუდი“! - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მიუხედავად პუტინის მუქარისა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.

ქვეყნები უკან დააბრუნებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც ევროკავშირის შენგენის ღია სასაზღვრო ზონაში შესასვლელი ვიზა აქვს. გამონაკლისი შეეხებათ ჰუმანიტარული და ოჯახური მიზეზების გამო შესვლის მსურველებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა და დიპლომატებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აგვისტოში, თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთის გენერალური საკონსულომ გამცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები გახშირდა.

როგორც თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შესვლაზე უარს ეუბნებიან „როგორც ყირიმის მცხოვრებლები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“.

საკონსულოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდება.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!