ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიცნობილია ვინ არის 25 წლის ბიჭი, რომელმაც მამა-შვილი ვარკეთილში სასიკვდილოდ სცემა და...

ცნობილია ვინ არის 25 წლის ბიჭი, რომელმაც მამა-შვილი ვარკეთილში სასიკვდილოდ სცემა და ბინაში გაზი გაუშვა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდა­რი ორი პი­რის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 18 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ორი მე­ზობ­ლის მკვლე­ლო­ბა სცა­და, რა დრო­საც და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მათ. დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ორი პი­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 - დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!