პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებირუსეთმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე გააუქმა

რუსეთმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე გააუქმა

aviabiletebiaviabiletebi

რუსეთმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე გააუქმა. კოსმოსური აპარატი „ლუნა-25“-ის გაშვება მომავალი წლის შუამდე გადაიდო. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა.

ეს ქვეყნის ისტორიაში მთვარეზე პირველი მისია იქნებოდა. საბჭოთა კავშირმა მთვარეზე უკანასკნელად 1976 წელს ზონდი გაგზავნა.

„როსკოსმოსში“ მისიის გადადება ახსნეს პრობლემებით მოწყობილობაში, რომელიც აუცილებელია რბილი დაჯდომისთვის.

„როსკოსმოსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი როგორზინმა პირობა დადო, რომ მთვარის გარშემო პილოტირებული შემოფრენა 2024 წლისთვის განხორციელდება, მასზე პირველი კოსმონავტების გადასხმა კი - 2030 წელს. მოგვიანებით მთვარეზე გადასხდომის ვადამ „როსკოსმოსის“ გეგმებში ერთი წლით გადაიწია, მთვარის გარშემო შემოფრენამ კი ოთხი წლით.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!