შაბათი, ნოემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„არ ვარ თქვენი შვილი, არა!“ - ვის მიმართავს თამუნა მუსერიძე

„არ ვარ თქვენი შვილი, არა!“ – ვის მიმართავს თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი და ჯგუფ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე მიმართავს ქალს, რომლის მტკიცებითაც ის მისი ბიოლოგიური დედაა. მუსერიძე განმარტავს, რომ ყველაფერი ამ ფაქტის საპირისპიროდ მეტყველებს.

„მესმის ყველა დედის მდგომარეობა და მართლა ყველა სიტუაციას ვითვალისწინებ, მაგრამ !!!  უკვე მეასედ გთხოვთ და უკვე მკაცრად მოვითხოვ, შეწყვიტეთ ჩემ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. შეწყვიტეთ სხვადასხვა გადაცემაზე და სიუჟეტზე ჩემ შესახებ კომენტარების წერა.

თქვენ შვილი გააჩინეთ მაშინ, როდესაც ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს. ახლად შექმნილი ოჯახი წინასწარ ბავშვს არ აიყვანს. გარდა ამისა, მაქვს ფოტოები, სადაც არის ჩემი 3 ბიძაშვილი, სხვადასხვა ასაკში. ოთხივე ვართ ერთ წელს დაბადებული. მე ფიზიკურად ვერ დავიბადებოდი 1981 წელს, 6 წლის ასაკში ვერ შემიყვანდნენ ბაღში, 9 წლის ასაკში ვერ შემიყვანდნენ სკოლაში. ბაღშიც და სკოლაშიც ვიყავი ყველაზე პატარა! ამის გარდა, ჩვენი დეენემის პასუხები მოვიდა უარყოფითი. არ ვარ თქვენი შვილი, არა !! გაიგეთ ქალბატონო და შეეშვით ჩემი ფოტოების ფრიალს!!“ - წერს თამუნა მუსერიძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!