პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები“ცოლად რომ მივყვებოდი გიორგის, ვერ წარმოვიდგენდი, რომ…” – ვერ დაიჯერებთ რას ჰყვება...

“ცოლად რომ მივყვებოდი გიორგის, ვერ წარმოვიდგენდი, რომ…” – ვერ დაიჯერებთ რას ჰყვება გიორგი ვაშაძის მეუღლე

aviabiletebiaviabiletebi

ქეთი სიჭინავა პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მეუღლეა. წყვილმა 2010 წელს იქორწინა და უკვე სამი შვილი ჰყავს, 7 წლის ანასტასია, 9 წლის – დაჩი და 11 წლის – მიშიკო. წყვილის საოჯხაო ცხოვრების შესახებ ინტერვიუ ქეთისთან ჩავწერეთ, საუბარი კი სასიყვარულო ისტორიით დავიწყეთ.

18 წლის ვიყავი, გიორგი რომ გავიცანი ვენაში, მაშინ იქ ვსწავლობდი. 10 წლით არის ჩემზე უფროსი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მასთან რამე მსგავსი ურთიერთობა შეიძლებოდა მქონოდა, ვუყურებდი ისე, როგორც უფროს ადამიანს. ვიცოდი, ლექციებს კითხულობდა და მოვიხსენიებდი, როგორც ლექტორს, „ლექტორი კაცი“ – ასე ვეძახდი მეგობრებში (იცინის). დროთა განმავლობაში ეს ლექტორი კაცი დამიახლოვდა, ხშირად ჩამოდიოდა ვენაში და მოხდა ისე, რომ ძალიან მალე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა.

– როგორ მიიღეთ გადაწყვტილება რომ „ლექტორი კაცისთვის“ დაგეკავშირებინათ ცხოვრება?

– გიორგი ყოველთვის ძალიან განვითარებული, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი იყო, ეს ის სამი თვისებაა, რასაც ბავშობიდან ყველაზე მატდა ვაფასებ ადამიანში, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

– რამდენად მკაცრი და მომთხოვნი ხართ შვილებთან და გიორგი როგორი მამაა?

– გიორგი ძალიან თბილია ოჯახში და ბავშვებთან განსაკუთრებით, მომთხოვნიც არის, მაგრამ არასდროს შეურაცხყოფა არ მიუყენებია შვილებისთვის და არ დაუძაბავს. ზოგადად ეს ახალი თაობა ისეთი განვითარებულია, სხვადასხვა საკითხის შესახებ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგალითად, იციან რომელ წრეზე უნდათ სიარული, რომელზე – არა, ჩვენც ვაძლევთ საშუალებას, რომ დამატებით თავად აარჩიონ, რაზე ივლიან და რითი დაკავდებიან. ანასტასიას ხან სიმღერაზე სიარული მოუნდება, ხან – ცეკვაზე, დაჩი ჭადრაკზე დადის, მიშკას უყვარს ფეხბურთი. მთავარი მოთხოვნა მათ მიმართ არის, რომ კარგად ისწავლონ და კარგად მოიქცნენ.

– მამის საჯარო ცხოვრებას თუ ადევნებენ თვალს?

– როცა ტელევიზიით ხედავენ, რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ, “მამიკო, მამიკო” – იძახიან, თუმცა, შინაარსობრივად ვერ ხვდებიან პოლიტიკური განცხადებების მნიშვნელობას.

– სირთულეები თუ გქონიათ როგორც დედას, ბავშვებთა მიმართებაში?

– ჯერ პატარები არიან და სირთულეები დიდად არ მიგრძნია, ერთადერთი რაც გაგვიჭირდა, ანასტასიას მოთვინიერებაა. ბიჭები უპრობლემოდ გავზარდე, მაგრამ ანასტასიამ მთელი ოჯახი ყირაზე დაგვაყენა, მის გარშემო ვტრიალებთ ყველა…

– ბიჭებისგან განებივრებული იქნება..

– მე და გიორგის გოგო ძალიან გვინდოდა და რომ გაჩნდა, აღფრთოვანებულები ვიყავით, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ეს იგრძნო და გათამამდა. ანასტასიამ იცის, რომ თვითონ არის მთავარი ოჯახში. ჩემი დაკვირვებით, ქალების გაძლიერება გარდაუვალია, ჩემს ოჯახშიც ასეა.

– გიორგი უფრო მეტად დამთმობია ანასტასიასთან ვიდრე ბიჭებთან?

– კი, კი, მაინც პატარაა, გოგოა და ყველანაირად ცდილობს, ყველაფერი შეუსრულოს, ძალიან უყვარს მამამისი და თუ მე რამეს არ შევუსრულებ, აუცილებლად მიდის მამასთან, იცის, რომ ის უარს არ ეტყვის.

– რამდენად რთულია საჯარო მოხელის ცოლობა, არის ხოლმე კრიტიკული პერიოდი…

– გიორგის რომ მივყვებოდი ცოლად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკოსის მეუღლეობა მომიწევდა. საკმაოდ დიდი ხანი ვეწინააღმდეგებოდი მის არჩევანს და მივხვდი, რომ ამ კაცის ცხოვრების მიზანი არის ეს და არ უნდა მქონდეს იმის სურვილიც კი, რომ შევუცვალო მიმართულება. რადგან ეს მისი გადაწყვეტილებაა, ვიღებ მოცემულობად, რომელსაც ვერ ვცვლი. ნამდვილად არ მახარებს მისი ეს არჩევანი, პირიქით, მირჩევნია, დამოუკიდებელი საქმიანობით იყოს დაკავებული და ჩვენთვის წყნარად, მშვიდად ვიცხოვროთ, მაგრამ მისი არჩევანი ასეთია და ვიცი, რომ აუცილებლად მიიყვანს თავის დაწყებულ საქმეს ბოლომდე.

– ემოციურ დონეზე არ იქნება მარტივი მასზე ნეგატიური, კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა…

– ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას ვერ მოეწონება და ვერ ეყვარება, გარდა ამისა, ბევრი არაობიექტურია მის მიმართ, ეს ყველაფერი პოლიტიკას თან ახლავს და ვერსად ვერ გავექცევი. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ არ ვიყო ჩართული მის ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში, არ ჩავრთო ტელევიზორი და არ მივაქციო ზედმეტად ყურადღება ამ ყველაფერს. ხანდახან მართლა უსაზღვროა ნეგატივი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ ნეგატივის საპირწონედ უდიდესი პოზიტივი მხვდება, როცა გიორგისთან ერთად დავდივარ, ხალხის ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც გარკვეულწილად წონის იმ უარყოფით მხარეს.

– რამდენად რომანტიკულია?

– ის, რაც საყურადღებოა, თარიღი, დღე, არ ავიწყდება, მილოცავს კიდევაც, სიურპრიზებსაც მიკეთებს, ცდილობს, მასიამოვნოს და ამას ვგრძნობ.

– ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში ალბათ იკარგება…

– კი, გიორგი შეგნებულია, ჩამოყალიბებული და რაღაც სისულელეებზე არ ვკამათობთ. თავიდანვე სტაბილური და დაბალანსებული ურთიერთობა გვქონდა, რაც შეიძლება გიორგის დამსახურება უფროა, ამ მხრივ ასაკობრივი სხვაობა თავისას შვრება, პატარა ბიჭი არ იყო, რომ რაღაც სისულელეებზე გვეკამათა. ახლა და ახლა კი უფრო გავიზარდეთ, მეც შევედი ასაკში და მივხვდი იმასაც, რომ არასდროს არ ვიდავოთ სისულელეებზე. იმიტომ, რომ დღეს ცუდ ხასიათზე გავიღვიძეთ, არ უნდა მოვუშალო მეორე ადამიანს ნერვები და გავუფუჭოთ ხასიათი.

– ურთიერთობებში რომელი უფრო თმობთ ხოლმე?

– ალბათ უფრო გიორგი. ძირითად შემთხვევაში დასათმობი არაფერი გვაქვს ხოლმე, მაგრამ გიორგი მაინც უფრო დიპლომატია ოჯახში.

– თქვენ რას საქმიანობთ ამჟამად?

– ძირითადად დაკავებული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში, კიევში ვიყავი. ახლა უკვე ვეღარ ვახერხებ იქ ჩასვლას, თუმცა ფონდი არსებობს და რთულად, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას.

– სამი შვილი, კარიერა, სხვა საქმეები – რთული არ არის ამ ყველაფრის აწყობა და დალაგება?

– დახმარების გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, დედაჩემი ძალიან მეხმარება. გარდა ამისა, მეუღლის თუნდაც მორალური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგს ისეთი ქმარი ჰყავს, აიძულებს 24 საათი დედა იყოს ბავშვებთან და თავისუფალი დრო არ ჰქონდეს, გიორგი ნამდვილად არაა ასეთი. ორსულად ვიყავი, ვენაში რომ კურსები მქონდა დასამთავრებელი და ხელი შემიწყო, რომ წავსულიყავი. არასდროს მიგრძნია, რომ იმის მოლოდინი ჰქონდა, სახლში დავჯდებოდი და ჩემი საქმე არ მექნებოდა, პირიქით, ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. გიორგის როცა კი შესაძლებლობა აქვს, დროს ატარებს ბავშვებთან, არ მახსოვს, უარი ეთქვას მათ დატოვებაზე, გასეირნებაზე, თუ ამის დრო ჰქონია. პირველ ბავშვზე ძალიან სუსტად ვიყავი, ღამე არ შემეძლო ადგომა და თვითონ უკეთებდა ყველაფერს, აჭმევდა და მეხმარებოდა ყველანაირად. ზოგადად ძალიან თანამედროვე მიდგომების მქონე ადამიანია, ქართველი კაცები ხშირად ჩაგრავენ მეუღლეებს ამ კუთხით, გიორგი არაა ასეთი, ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, სხვანაირ ადამიანთან ცხოვრება გამიჭირდებოდა.

ციცი ომანიძე

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!