იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე თავისი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თანხის დიდი ნაწილი ოჯახს და ბანკის ვალს ხმარდება.
„უკვე წლებია, ბანკთან „ვთანამშრომლობ“. როდესაც შედარებით დიდი თანხაა საჭირო, სხვა გამოსავალი არაა და მეც არაერთხელ მისარგებლია ამ შესაძლებლობით. ალბათ, არავის მოსწონს, როცა მისი თანხა ბანკში მიდის და მეც არ ვგიჟდები ამაზე, მაგრამ მგონი, ჩვეულებრივი მომენტია, მოგწონს თუ არა, როცა გინდა რამე გააკეთო და ერთიანად ამის საშუალება არ გაქვს, ასე ხდება. ძალიან ცუდი რამეები მოხდა და ორი ბინა დავკარგე. თავის დროზე ნერვიულობაც გამოვიარე და ყველაფერი რაც შეიძლება, ასეთ პრობლემას მოჰყვეს“.
კითხვაზე, როგორ გაუძლო ცდუნებას და არ სთხოვა დახმარება მის გვერდით მყოფ შეძლებულ მეგობრებს, ამიკო ასე პასუხობს:
„მე გავუძელი ცდუნებას და დახმარება არავისთვის მითხოვია…“- ამბობს ამიკო.
წყარო :