პარასკევი, დეკემბერი 6, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება„უსაზღვროდ მიხარია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს კვლავ შევხვდები ჩემს უძვირფასეს..." - ნიკოლოზ...

„უსაზღვროდ მიხარია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს კვლავ შევხვდები ჩემს უძვირფასეს…” – ნიკოლოზ რაჭველი

frenis kompensaciafrenis kompensacia

საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუკის
პირად გვერდზე თავისი ახალი პროექტის რეპეტიციის დროს გადაღებულ ფოტოებს
აქვეყნებს და მაყურებელს ღონისძიებაზე დასასწრებად იწვევს.
„უსაზღვროდ მიხარია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს კვლავ შევხვდები ჩემს
უძვირფასეს მაყურებელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ჩვენი ახალი
პროექტით „მეხსიერების ბარათი #2“ უკვე მეცხრედ ვუმასპინძლებთ საზოგადოებას.
22 აპრილის კონცერტი ჩვენთვის მეტად განსაკუთრებული იქნება, რადგან მას „ცისფერი
ტრიოს“ თამაზ სეფერთელაძეს მივუძღვნით, საოცარ მეგობარსა და შემსრულებელს,
რომლისთვისაც უკანასკნელი საკონცერტო პროექტი აღმოჩნდა ჩვენი კინომუსიკის
საღამოები.
არ ვიცი კიდევ როდის გავიმეორებთ ჩვენს ამ პროგრამას, მიუხედავად იმისა, რომ
მართლაც არ კლებულობს ინტერესი და დასწრების სურვილი, ამიტომ ვისაც ჯერ კიდევ არ
გინახავთ ჩვენი მუსიკალურ-ვიზუალური პერფორმანსი გირჩევთ არ გადადოთ და იჩქაროთ
ბილეთების შეძენა, რადგან ძალიან როგორც ვიცი თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა
მხოლოდ დარჩენილი.
ვაზიარებ iletebi.ge-ს ლინკს და აგრეთვე ჩვენი პროექტის ფარგლებში გადაღებულ ერთერთ ფოტოს, რომელიც დღეს უკვე ისტორიაა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქართული
სასიმღერო მუსიკის ისტორიისთვისაც…“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!