ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
ფრენები
მთავარიმსოფლიოCovid 19-ის ახალი შტამი გავრცელდა

Covid 19-ის ახალი შტამი გავრცელდა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი სახელწოდებით Arcturus გავრცელდა. ჯანმოს
ცნობით, Arcturus, იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია. ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში,
ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური
შემთხვევა დაფიქსირდა.
Arcturus ვარიანტის, იგივე XBB.1.16 -ის სიმპტომია მაღალი სიცხე და ხველება,
ჩაწითლებული თვალები,
ვირუსი ასევე იწვევს ქუთუთოების ანთებას, რამაც შეიძლება თვალების სიწითლზე და
ქავილი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით,
COVID-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ჯერ კიდევ არის:
✔️ცხელება ან შემცივნება
✔️ხველა
✔️ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
✔️დაღლილობა
✔️კუნთების ან სხეულის მტკივილი
✔️თავის ტკივილი
✔️გემოს ან სუნის დაკარგვა
✔️ყელის ტკივილი
✔️გულისრევა ან ღებინება
✔️დიარეა.
წყარო: mtavari.tv

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!