პატივცემულო ქართველებო, თუ თქვენ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით – არახამია

0
71

პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით, – ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართვაში განაცხადა.

„დაველოდე სპეციალურად ორი დღე, რომ გამეგო საქართველოს ხელისუფლების ისტერიული რეაქცია ისედაც მოსალოდნელ ამბავზე, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განათავსა ვებგვერდზე რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილის და მისი ახლო გარემოცვის დასანქცირების შესახებ. ვებგვერდი „ომი და სანქციები“ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შეიქმნა. ეს სააგენტო არის მთავარი პარტნიორი ამერიკისა და ევროკავშირისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, შედის სანქციების საერთაშორისო ჯგუფში. სანქციების კანდიდატთა პირველ პაკეტში ჯერჯერობით არ მოხვდა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად მოხდება ოლიგარქის გარემოცვის და მისი დამფინანსებლების წარდგენა სანქცირებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს არის პირველი ეტაპი, ვერიფიკაციის შემდეგ ყველა ეს დოკუმენტი გადაიგზავნება საერთაშორისო სანქციების ჯგუფში. მოხდება განხილვა და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მე როგორც დავპირდი ბატონ ივანიშვილს, დიდი მოკითხვა უკრაინიდან, ვაგრძელებთ მუშაობას. პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, ჯერ თქვენ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით“, – განაცხადა დავით არახამიამ.