კვირა, დეკემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"სპეცოპერაციებს დგამენ, თითქოს მე გატაცებული ვიყო..." - რას წერს თათია სამხარაძე შალვა...

“სპეცოპერაციებს დგამენ, თითქოს მე გატაცებული ვიყო…” – რას წერს თათია სამხარაძე შალვა რამიშვილზე?

frenis kompensaciafrenis kompensacia

თა­თია სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც შალ­ვა რა­მიშ­ვილს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო დავა ორ­ჯერ მო­ი­გო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ის წერს, რომ ტყუ­ი­ლია დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვან­მა გა­ი­ტა­ცა, რის შემ­დე­გაც მის სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

სამ­ხა­რა­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას მო­უ­წო­დებს, ამის ნაც­ვლად და­ინ­ტე­რეს­დნენ იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბით, რა­საც შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი სჩა­დის.

"ვინც Formula • ფორ­მუ­ლას ანონ­სი ნა­ხეთ, ყვე­ლამ იცით, რომ დღეს სა­ღა­მოს, ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­პო­ვე­ბულ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის ჩა­ნა­წერს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ, რო­მე­ლიც ყო­ჩაღ­მა Anania Gachechiladzeმ ჩა­წე­რა, რათა კი­დევ ერთხელ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე სახე! მად­ლო­ბა, ანა­ნი­ას ასე­თი გამ­ბე­და­ო­ბის­თვის. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მო­ის­მენს დღეს, რომ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არის სექ­სუ­ა­ლუ­რად მო­ძა­ლა­დე, სა­სა­მარ­თლო­ში ორ­ჯერ გამ­ტყუ­ნე­ბუ­ლი მა­ნი­ა­კი. მის ”კას­ტინ­გებ­ზე” ასო­ბით ქალი მა­ინც არის ნამ­ყო­ფი, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნი­ცა­და.

ვიცი, რომ ბევ­რი სო­ციო-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზით ისი­ნი ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს ვერ ბე­და­ვენ. ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი, რომ­ლი­თაც მე ახალ­გაზ­რდებს მივ­მარ­თე, სწო­რედ სხვა ქა­ლე­ბის დაც­ვა და გაფრ­თხი­ლე­ბა იყო, რომ შალ­ვა რა­მიშ­ვილს სა­თო­ფე­ზე არ უნდა გა­ე­კა­როთ თქვენ და თქვე­ნი შვი­ლე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, იმის მა­გივ­რად რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ამ სე­რი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბით, რო­მელ­საც წლე­ბია ჩა­დის შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, პოს­ტი­ვის­თან ერ­თად ჰიბ­რი­დულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ებს დგა­მენ და ცრუ დას­მე­ნით, თით­ქოს მე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვიყო, სახ­ლში უვარ­დე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წევ­რს, Dimitri Chikovaniს.

აი ასე, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მინს აბ­რა­ლე­ბენ სის­ხლის სა­მარ­თლის უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულს. მივ­მარ­თავ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა / Georgian Dreamს, თქვენ სა­ხეს დღეს წარ­მო­ად­გენს შან­ტა­ჟის­ტი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­ნი­ა­კი. ხოლო თქვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი უნი­სონ­ში მოქ­მე­დე­ბენ პოს­ტი­ვის ჟურ­ნა­ლი­ა­ტებ­თან ერ­თად, რათა შე­ა­ში­ნონ და გა­ა­ჩუ­მონ მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი.

სი­მარ­თლე მარ­ტი­ვია: პო­ლიტ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით, პოს­ტი­ვი ცდი­ლობს პო­ლი­ტი­კუ­რი აჯაფ­სან­დლის მო­წყო­ბას და კონ­სპი­რა­ცი­ე­ბით ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, თით­ქოს ქალ­თა ხმე­ბი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყოს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ. მე მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ არც ერთ ეტაპ­ზე ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა მე არ ვყო­ფილ­ვარ ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბით და ტრავ­მე­ბით მო­ვაჭ­რე. ჩემი ასე­თი ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით დის­კრე­დი­ტა­ცია არის ცი­ლის­წა­მე­ბის უმა­ხინ­ჯე­სი პრაქ­ტი­კა.

მსურს და­ვიც­ვა ჩემი პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა, თუმ­ცა არ ვენ­დო­ბი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­მარ­თა­ლაღ­სრუ­ლე­ბის არც ერთ შტოს, რო­მე­ლიც სი­ა­მის ტყუ­პი­ვით არის შეზ­რდი­ლი რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მან­კი­ერ ინ­ტე­რე­სებ­თან — და­ამ­ყა­როს ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად ვგრძნობ და ვში­შობ, რომ ჩემი უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­გორც ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აქ­ტი­ვის­ტი­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში საფრ­თხე­შია.

პ.ს. ძვირ­ფა­სო მე­დი­ე­ბო, ამ ეტაპ­ზე გავ­დი­ვარ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ჩემს ად­ვო­კა­ტებ­თან შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ნამ ყვე­ლა დე­ტალს არ გა­ვივ­ლი, მა­ნამ­დე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ამ თე­მა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებ. და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნეთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. მა­ნამ­დე ყვე­ლას გთხოვთ, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ ქალ მსხვერ­პლებს და მო­უ­ყე­ვით ყვე­ლას ვი­საც იც­ნობთ, თუ რა ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა უწევთ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ქალ მსხვერ­პლებ­სა თუ აქ­ტი­ვის­ტებს" - წერს სამ­ხა­რა­ძე.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!