საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ბავშვების ფულადი დახმარება, 150 ლარი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება.
ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.
გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.
ამასთან, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა.
მიმდინარე წლიდან კი, 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა - 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.