ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ნებისმიერი ჯგუფის სისხლი გამოადგება... ღრმა კომაშია“ - სიღნაღში დაჭრილი ქალის ოჯახი დახმარებას...

„ნებისმიერი ჯგუფის სისხლი გამოადგება… ღრმა კომაშია“ – სიღნაღში დაჭრილი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

frenis kompensaciafrenis kompensacia

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ქმრის მიერ დაჭრილი მარიამ აბაზაძე კომაში იმყოფება.
თავში მძიმედ დაჭრილ 27 წლის ქალს, სასწრაფოდ სისხლი სჭირდება. მარიამის და, ელენე აბაზაძე, „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ექიმები ჯერჯერობით პროგნოზს ვერ აკეთებენ.

„მძიმედ არის, კომაშია. ექიმები ჯერ ვერაფერს გვეუბნებიან. ნებისმიერი ჯგუფის სისხლი გამოდგება, მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ვართ და აქვე შეიძლება სისხლის ჩაბარებაც“, - განაცხადა ელენე აბაზაძემ.

დაჭრის ფაქტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, 4 სექტემბერს მოხდა.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მისი მეუღლე, შალვა ხუნაშვილია დაკავებული.
გამოძიების მტკიცებით, მარიამ აბაზაძეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქმარმა ესროლა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 19, 109- ე მუხლით დაიწყო.

მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, პატიმრობა შეუფარდა.
თავად ბრალდებულმა, დანაშაული არ აღიარა.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე, 31 ოქტომბერს ჩაინიშნა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!