"გაცნობებთ, რომ გახშირდა კიბერთაღლითების მიერ ყალბი გვერდების შექმნის და თანხის მითვისების შემთხვევები. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირად, მიმსგავსებულია თიბისის ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართთან",- ამის შესახებ თიბისი ბანკი საკუთარ მომხმარებლებს აფრთხილებს.
"გაცნობებთ, რომ გახშირდა კიბერთაღლითების მიერ ყალბი გვერდების შექმნის და თანხის მითვისების შემთხვევები. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირად, მიმსგავსებულია თიბისის ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართთან. მაგალითად, TBCONLINE.GE-ს ნაცვლად შეიძლება იყოს - tbconlinebank.com, onlinetbcfroup.com ან სხვა.
ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება იბისის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი გვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითაც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.
1. არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე. ბმულთან კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი.
2. ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავს. დარწმუნდით,რომ ნამდვილად tbconline.ge-ზე იმყოფები
3. ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, google-ის საძიებო ველში თიბისი ბანკის ჩაწერის ნაცვლად, პირდაპირ აკრიფე ვებგვერდის მისამართი tbconline.ge
4. მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლე მობაილბანკის აპლიკაციით",- ნათქვამია განცხადებაში.