ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაჩემი ძმა მოკლეს და მეორე სართულიდან გადმოაგდეს“- სკანდალური დეტალები ძირულადან

ჩემი ძმა მოკლეს და მეორე სართულიდან გადმოაგდეს“- სკანდალური დეტალები ძირულადან

amindi

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?! რას ემსხვერპლა 37 წლის ედიშერ ებანოიძე? - ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელიც თავისმხრივ ლევან სამხაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხის მოლოდინშია.

გარდავცვლილის ძმა კი, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ედიშერ ებანოიძის მკვლელობაში ადანაშაულებს.

როგორც თორნიკე ებანოიძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, გარდაცვლილი ჩინური კომპანიისგან არსებული დავალიანების დაბრუნებას მოითხოვდა. მინდინარე წლის 9 სექტემბერს სწორედ ამ მიზნით მივიდა სოფელ ძირულაში, სადაც ჩინელებს კერძო სახლი აქვთ ნაქირავები. მისვლიდან 10 წუთში კი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

- რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ძმას ჩინურ კომპანიასთან?

- კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო", ძირულაში გვირაბს აშენებს. ჩემი ძმა მათთან სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. გარდაცვალებამდე ოჯახში თქვა, რომ კომპანიამ ხელფასი დააკლო და სწორედ ამის გასარკვევად მივიდა დამქირავებელთან. ჩემი ძმის სხეულზე არსებული დაზიანებები გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ეს ცემაში შემოაკვდათ და მერე დადგეს გარდაცვალების სცენა, დადეს ან გადმოაგდეს.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაში ადანაშაულებთ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს?

- ადამიანი მოკლეს, კვალის დასაფარავად კი განაცხადეს, რომ ჩემი ძმა მათთან ოჯახში შეპარვას და მათ გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. ჩემს ძმას ძალადობის კვალი ეტყობოდა, ყელზე ჰქონდა ხელით მოჭერის კვალი. სახეც დაზიანებული ჰქონდა. ტუჩიც გახეთქილი ჰქონდა, ეტყობოდა დანარტყამი. ცხვირიც დაზიანებული ჰქონდა. ფილტვებიც გახეთქილი აქვს... გაგუდეს კაცი.

- როდის იქნება ექსპერტიზის პასუხები ცნობილი?

- გვითხრეს ექსპერტიზას 25 დღე სჭირდებაო. შესაბამისად, 5-6 ოქტომბერს ველოდებით პასუხებს. ოჯახი განადგურებულია, ამ ტრაგედიას დაემატა ჩემი ძმის დაკავებაც, მას ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, რომელიც ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა.

- როგორც პირად საუბარში მითხარით, ბოლო პერიოდში თქვენი ძმა მესამე გარდაცვლილია რაიონში. დანარჩენი ორი გარდაცვლილიც ამ კომპანიაში მუშაობდა?

- სამივე გარდაცვლილი ჩინური კომპანიის მიერ იყო დაქირავებული და გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდა. ბუნდოვან გარდაცვალებაზე ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უთხრეს , რომ მოხდა უბედური შემთხვევა.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობენ.

დავით ჯაბაშვილი, 2015 წელი. 

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!