ახალი საეკლესიო სკანდალი: „6 ქართველი მღვდელი გადაიპარა მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში... შიოლაშვილის საპატრიარქოს მიერ შექმნილი მახინჯი სისტემის წყალობით გაუბედურებული მღვდლები გარბიან ამერიკაში“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოცქსელში წერს:
“ამ ბოლო დროს 6 ქართველი მღვდელი გადავიდა-გადაიპარა მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში. რა თქმა უნდა, დიდი გაჭირვების გამო. შიოლაშვილის საპატრიარქოს მიერ შექმნილი მახინჯი სისტემის წყალობით გაუბედურებული მღვდლები გარბიან ამერიკაში, ისრაელში და ევროპაში საარსებო წყაროს და სამუშაოს საშოვნად. საპატრიარქო და ეპისკოპატი, ასევე მათთან ერთად მღვდლების მცირე ნაწილი კი აგრძელებს ფარაონულ ცხოვრებას მორჭმით და განცხრომით.
კიდევ მეტი მღვდელი უნდა გაიქცეს თავის საშველად! ნუ იქნებით ეპისკოპოსთა და საპატრიარქოს მონები, მღვდლებო! მე ამას საეკლესიო ტრეფიკინგი ვუწოდე და ვინ თუ არა თქვენ, ამ მახინჯი ფსევდო-საეკლესიო სისტემის მიერ ჩაგრულნი უნდა მიხვდეთ ამ შეფასების მწარე სიმართლეს.
მართალია რეგვენ ობივატელ ქართველს ყველა ანაფორიანი მდიდარი ჰგონია და ესენი ვერც მღვდელს და ეპისკოპოსს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან და მღვდლებს შორის არსებული ფინანსურ-თანამდებობრივი სხვაობებიც ჩინურია ამათთვის, მაგრამ ეს უკვე უმნიშვნელო და მეასე ხარისხოვანია, იმასთან შედარებით, რასაც ასობით ჩაგრულ-გასაცოდავებული და დამშეული დიაკონი, მღვდელი და მათი ოჯახები განიცდიან საქართველოში.
ახლა ვრცელდება 11 შვილის მამა მღვდლის გაჭირვების და უბედურების ინფო: მის ერთერთ შვილს, 8 წლის გოგონას სიმსივნე აღმოაჩნდა და დავეხმაროთო, იხვეწებიან. და რატომ უნდა გაუხდეს საქმე სამათხოვროდ მღვდელს შვილის სამკურნალო თანხა, როდესაც მილიონებში და მილიარდებში იხრჩობა მისი სულიერი მამა და მმართველი პატრიარქი ილია მეორე და მისი საპატრარქო?! ამ მღვდელს პირადად ვიცნობდი და ერთ ეპარქიაში ვიყავით ოდესღაც და ფრენდებშიც მყავდა და ამოვუშლივარ ამ ბოლო წლებში. ხოდა ახლა რა მაინტერესებს: ნეტავ თუ ხვდება რა დეგნერატი და მონაა ამ უღმერთო ფსევდო საეკლესიო სისტემისა?! რა გაწირული და ფეხებზე დაკიდებული?!”