პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები1125 ლარი საჩუქრად მერიისგან - ვინ და რა შემთხვევაში მიიღეებს დედაქალაქის მთავრობისგან...

1125 ლარი საჩუქრად მერიისგან – ვინ და რა შემთხვევაში მიიღეებს დედაქალაქის მთავრობისგან დაფინანსებას

aviabiletebiaviabiletebi

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში პირველი სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:

სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, არის აქტიური სტატუსის მქონე

სტუდენტი, რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი და მეტი შვილი).

განაგრძეთ კითხვა

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!