პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარისახლი და დიზაინიკედლის დეკორაცია, მცენარეები და კიდევ 3 რჩევა თქვენი სახლისთვის

კედლის დეკორაცია, მცენარეები და კიდევ 3 რჩევა თქვენი სახლისთვის

kompensacia frenebzekompensacia frenebze

იგრძენით თავი საკუთარ ოთახში ისე, როგორც ღია ცის ქვეშ,

დეკორაციის სიმბოლური როლი,

მოგესალმებით, სანამ მოკლედ გეტყოდეთ, თუ ზუსტად რაზე გესაუბრებით, მანამ უნდა გკითხოთ: თქვენი აზრით, რა არის დეკორაცია? ჩემი აზრით, ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ხოლო ზუსტი განმარტებით, ხელოვნების ცალკეული მიმდინარეობაა, რომელიც ძირითადად სცენის გაფორმებას გულისხმობს, სცენების კარგად წარმოჩენის მიზნით, ანუ დეკორაცია ხაზს უსვამს დადებითი დეტალებს და გვეხმარება მათ წარმოჩენაში.

არსებობს სხვადასხვა დეკორატიული ნივთი, ამიტომ, ცალკე მოვიხსენიებთ ხოლმე კედლის დეკორაციიებს (უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ეს საყვარელი სახეობაა და შემიძლია, დაუსრულებლად ვათვალიერო განსხვავებული დეკორაციები), უფრო ზუსტად კი მისაკრავ სტიკერებს ვეძახით, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული საძინებლების მოსაწყობადაა. ასევე, მოგეხსენებათ და არსებობს ხელოვნური ყვავილები, რომლებიც, ჩემი აზრით, მხოლოდ იმით განსხვავდებიან ბუნებრივისგან, რომ სუნთქვა არ შეუძლიათ, ვიზუალურად კი დიდ სხვაობას ვერ ვიპოვით.

დღევანდელი ბლოგით მოგცემთ 5 რჩევას სახლის უკეთ მოსაწყობად და პარარელურად გთავაზობთ 5 ნივთს, რომელიც დადებითად მოქმედებს განწყობაზე და სახლის სილამაზესა და მასში გამეფებულ კომფორტს უსვამს ხაზს.

1) როგორი ფერები გამოვიყენო ინტერიერისთვის?!

ჩემი სახლი ჩემი სამყაროა – ვინც ამას იზიარებს, ის მაქსიმალურად ცდილობს, სახლის ინტერიერი გათვლილი იყოს კომფორტზე, ანუ ფერები არჩეულ იქნას მისი გემოვნებიდან გამომდინარე. ექსპერტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ, საით არის ფანჯრები და ამის მიხედვით შევარჩიოთ ფერები, მაგალითად, თუ ფანჯერბი ჩრდილოეთისკენაა, მაშინ უფრო თბილი ფერები ვამჯობინოთ, ხოლო თუ – სამხრეთისკენ, მაშინ ცივი ფერების შერჩევაა რეკომენდებული.

როგორი ფერებია სამზარეულოსთვის კარგი? მწვანე ფერი შესანიშნავი არჩევანია, რადგან იგი დადებითი ემოციებით გვავსებს და განწყობის ასამაღლებელი საშუალებაც არის, თუმცა, რადგან საზარეულოზეა საუბარი და თან საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც “კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის”, ნარინჯისფერს, ყვითელს და მზესთან რომ ასოცირდება, ისეთ ფერებს გირჩევდით, რადგან როგორც ამბობენ, მსგავსი ფერები მადას მეტად გვიღვიძებს.

2) საძინებლის ჭერი – უბრალოდ თეთრი თუ რამე განსხვავებული

ზემოთ ვისაუბრეთ კედლის დიზაინზე, ხოლო ჭერზე თითქმის არც საუბრობენ, რადგან ისედაც ცნობილია, როგორ უნდა შევარჩიოთ ფერი. თუმცა, მაინც გეტყვით, რომ მას ძირითადად თეთრად ღებავენ, რასაც მე ზედმეტად უბრალოდ აღვიქვამ. მეორე ვარიანტია ჭერის კედლის შესაბამისად შეღებვა, ესე იგი, თუ კედელი მუქი ყავისფერია, ჭერს იგივე ფერში ღიად ღებავენ და ა.შ. მე გირჩევდით, ჭერი თეთრად არ შეღებოთ, გამსაკუთრებით, საძინებელში, რადგან როცა წვებით და მაღლა იხედებით, მხოლოდ სითეთრის დანახვა ერთფეროვანია. ამის გამო ცის იმიტაციას იყენებენ და ჭერს ცისფრად ღებავენ, თქვენ, შეგიძლიათ საძინებლის ჭერზე ცისარტყელაც მოხატოთ.

3) როგორ მოვაწყოთ აბაზანა?

პატარა ზომის აბაზანა ადამიანებს დისკომფორტს უქმნის, მისი მოწყობის დროს ძირითად აქცენტს აკეთებენ მოხერხებულობაზე და ავიწყდებათ სიმყუდროვე. ასევე, თავს იჩენს სივრცის პრობლემაც. თუმცა არსებობს ამის მოგვარების გზებიც, თუ ინტერიერს სწორად მოვაწყობთ. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მოპირკეთება, თუ აბაზანა დიდია, შეგიძლიათ, მუქი კაფელი შეარჩიოთ, ხოლო თუ პატარაა (რაც პრობლემად აღიქმება) რეკომენდებულია ღია ფერის კაფელით მოპირკეთება.

4) მცირე ზომის აივნის მოწყობა.

როგორ მოვრთოთ მცირე ზომის აივანი?! ამისთვის ოქროს ხელების ქონა არ არის საჭირო, დიზაინის სწორად შერჩევაც საკმარისია. დიდი აივნის ფუფუნება ნაკლებად გვაქვს, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგან თუ მას ნათელ ფერებში მოვრთავთ, სივრცე დიდი გამოჩნდება. რაც შეეხება ავეჯს, დადგით კომპაქტური და მსუბუქი გარე ავეჯი, თავისთავად ცხადია, სივრცის დაზოგვისა და ასევე, სურვილის შემთხვევაში, წვიმის დროს სწრაფად და მარტივად ალაგების მიზნით.

როგორც ვახსენეთ, სიმცირის გამო ეცადეთ, აივანი ძალიან არ გადაიტვირთოს ნივთებით, მაგალითად, სკამების ქვეშ გამოიყენეთ რაიმე სათავსო, ასევე, შეგიძლიათ აივანზე მისაკრავი მაგიდა დადგათ, რაც დაგვეხმარება ადგილის დაზოგვაში და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, თუ მცენარეები გიყვართ, მოაწყვეთ აივანზე “მინი ბაღი”.

5) სამუშაო კუთხე

როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ყოველთვის წიგნებით სავსე კარადა, კუთხეში მდგარი პატარა მაგიდა და პატარა ლეპტოპი მეხატება, თუმცა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ფერებით მოწყობილ ოთახში წარმომიდგენია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ატარებთ სამუშაოსთვის განკუთვნილ დროს, ამიტომ მოტივირდით, რათა თქვენზე მორგებული გარემო შექმნათ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!