ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“10 დღის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან…“ – რას ამბობს ქალი, რომლის ოჯახშიც ბადრი...

“10 დღის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან…“ – რას ამბობს ქალი, რომლის ოჯახშიც ბადრი ესებუა იმალებოდა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ომიანე ჯიქიას ქალიშვილი, ხათუნა ჯიქია, რომელიც ახლახან იტალიიდან დაბრუნდა, ამბობს, რომ მშობლები და ძმა ერთი კვირის წინ ნახა, თუმცა მშობლების სახლში ბადრი ესებუა არ დაუნახავს.

“მე გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, წუხელ თუ როგორ აღმოჩნდა ჩემს სახლში ბადრი ესებუა. ის ტანსაცმელი, რომელიც პოლიციამ ამოიღო ჩემი ძმისაა, მე გაკვირვებული ვარ. ესებუა ჩემი ნათესავია. იმყოფებოდა თუ არა ჩემი დის სახლში, გაგიდაში, ბადრი ამასაც ვერ დავადასტურებ, აბა რა გითხრათ. მამაჩემი ომიანე ცუდადაა, 10 დღის წინ გამოწერეს ქუთაისის საავადმყოფოდან, 80 წლისაა, სად შეუძლია ნერვიულობა, იმედია ყველაფერი გაირკვევა და მამას არ დააკავებენ“, – ამბობს ომიანე ჯიქიას შვილი ხათუნა ჯიქია.

ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შეიყვანეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს, სადაც დილით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!