მამა ლევანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ადამიანს წესს ვუგებ და სხეული არ აქვს 🙁 რამის მოვკვდი. ამდენი საუკუნის ქვეყანაში რაღაცამ სახლში შეჭამა. იმიტომ რომ აღარაა ხალხი, უამრავი სახლი დაცლილია, ან თითო კაცი ცხოვრობს, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო, ეკალ-ბარდი უვლის. დაბალ ფენებში ზოგს შიმშილი მოგვკლავს, ზოგს უწამლობა, ზოგს უცხოტომელი, ზოგს ცხოველი შეგჭამს და ა.შ. თორე თქვენ რა გენაღვლებათ ხელისუფალნო და დიდებულნო, თქვენ იმხელა ღობეები გაქვთ მგელი კი არა ჩიტი ვერ შემოფრინდება. ნეტა საერთოდ გვთვლით ჩვენ ადამიანებად? ფიქრობთ რომ ჩვენ და ჩვენ შვილებსაც უნდათ რამე? კიდევ კარგი სული გვაქვს ადამიანებს და საიქიო ცხოვრება არსებობს, თორე დაბადებას დავიწყევლიდით ყველა. ბოლოს, იმ ხალხს, რომ გვარიგებთხოლმე, მიწას მივხვედოთ და ვიცხოვროთ, ჩამოდით გათხოვებთ უფასოდ მიწებს და აბა მოსინჯეთ ამ პატარა მიწებზე, თუ მოიყვანთ იმდენს რამეს რომ მთელი წელი ჭამოთ, ექიმთან იაროთ, გადასახადები იხადოთ და შვილებს ასწავლოთ”