“ერთხელ ტილები შემესია აურაცხელი რაოდენობის. შაქრის ნატეხს რომ ჭიანჭველა დაეხვევა, ესე მიფუსფუსებდა თავი. დედაჩემმა ხან ნავთი წამისვა, ხან ნედეთი დამბანა, ხან ერევნის ხსნარით, ხან “ბელეზნაში” ჩამაყოფინა თავი, მაგრამ უშედეგოდ.
ადრე ესეთი გამოთქმა იყო: დუსტის ფული არ მაქვს, ტილებს ჩაქუჩით დავსდევო.. მოკლედ ჩაქუჩიც რომ ვცადეთ, ჯერი გადაპარსვაზე მიდგა.ნძალიან არ მინდოდა თმის გადაპარსვა და მთელი დღე ვტიროდი.
მოკლედ, მაინც გადამპარსეს თავი… მთელი სამი დღე სახლში ვიჯექი, მრცხვენოდა ეზოში ჩასვლა. ერთ დღესაც, ჩემი ბიძაშვილი ზურა მოვიდა ჩვენთან და ვიფიქრე ვითამაშებთ, გავერთობი მეთქი, მაგრამ ეს ეგრევე ეზოში გავარდა, ბავშვები “ტუნელს” თხრიან მიწაში და იქ მინდაო..
კარგი ამინდი იყო, მზიანი. დედაჩემი ქიმიას იკეთებდა იმ დროს და პარიკს ხმარობდა.. (თავის დაქალმა აჩუქა, მოკლედ შეჭრილი, დამპალი ბადრიჯნის ფერი იყო, ცოტა ჩალისფერში გადაწყვეყილი) მოკლედ, დავიფარე ეს პარიკი და ჩავედი ეზოში.
თავი პატარა რომ მქონდა, არ ჩერდებოდა თავზე და თვალებში მეფხატებოდა. ბავშვებიც უკნიდან მელაპარაკებოდნენ, ეგონათ ზურგით ვიდექი. მერე, მე ისევ გამინათდა გონება და სახლში გავიქეცი. მომენტი წებო მოვასხი პარიკს, თავზე დავიმხე და მაგიდის ფეხის ქვეშ მოვიყოლე თავი..
ცოტა ხანში ჯერ თავის კანის წვა დამეწყო. მერე მოიჭმუჭნა ეს პარიკი და ყალყზე დამადგა თმა. ბოლოს ძალიან რომ შემაწუხა, სახლში გავიქეცი. დედაჩემი სახლში არ მიშვებდა რომ დამინახა, მათხოვარი ვეგონე, ისე საშინლად გამოვიყურებოდი.
ამ დროს მამაჩემიც მოვიდა და რომ გაერკვა რაშიც იყო საქმე, დედაჩემმა უთხრა, ეხლავე პოლიკლინიკაში წაიყვანეო.. მოკლედ, წავედით პოლიკლინიკაში და იქ დაგვხვდა ძალიან დიდი რიგი, მაგრამ რომ დამინახეს, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, იფიქრეს მეექვსე სართულიდან გადმოვარდაო და ურიგოდ გამიშვეს.
ექიმმა კითხა მამაჩემს, რა მოხდაო? მამაჩემმა უთხრა; მომენტი წებო დაისხა თავზე და კანი ეწვისო. ექიმმა უთხრა: უნდა გადავპარსოთო. მამაჩემმა: გადაპარსული აქვს თავი, სამი დღის წინ გადავპარსეთ მკბენარის გამოო.. ექიმი დაიბნა; ვერ გავიგე, რა გადაპარსეთო?
მამაჩემს ნერვები მოეშალა და უყვირა; რა ვერ გაიგე კაცო? ვერ ხედავ, ბავშვს თურქეთის ბო@ივით შავი წარბები რომ აქვს, თმა კი ქერაო?!