ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი- ნინო ნადირაძე-კუზანოვას და კლინიკა ლანცეტის...

40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი- ნინო ნადირაძე-კუზანოვას და კლინიკა ლანცეტის სკანდალი

amindi

კლინიკა „ლანცეტში“, რომელსაც დღეს “ვივა მედის” კლინიკა ეწოდება უნებართვოდ ჩატარებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარუმატებელ ოპერაციებს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამ სამედიცინო სკანდალში ფიგურირებს ნინო კუზანოვაც, რომელიც ლანცეტის მთავარი ექიმი გახლდათ. ნინო კუზანოვას თქმით, ის ხელმძღვანელობამ პროცესებს ჩამოაშორა. საბოლოოდ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დაძაბვას კი მისი სამსახურიდან გაშვება მოჰყვა.

ნინო ნადირაძე -კუზანოვა: მთლიანად ვიყავი იზოლირებული ამ თემისგან, დამფუძნებელი საერთოდ არ მიკარებდა გვერდით. მან განაცხადა, რომ მე ხელს ვუშლი კლინიკის განვითარებას და ვარ მოგზავნილი იმისთვის რომ ჩავშალო მისი ცხოვრების ოცნება – ტრანსპანტოლოგია“.

კლინიკაში ტრანსპლანტაციის ოპერაციის დანერგვის ინიციატივას კუზანოვა ლანცეტის მფლობელებს, კლინიკის წარმომადგენლები კი კუზანოვას აბრალებენ. გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მუსერიძე დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და ფიცსა და პირობას დებს რომ მსგავსი რამ “ლანცეტში” აღარ განმეორდება.

„ეს არის თაღლითი ექიმებისა და გაბიზნესებული მედიცინის შედეგები“ – ასე აფასებს საზოგადოება ფატალურად დასრულებულ ოპერაციებს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!