სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო მოზესი ქართველი ექიმის მიერ მისი შვილისთვის არასწორად დასმულ დიაგნოზსა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“მარტოხელა დედა ვიყავი, 23 წლის, ერთადერთი შვილი გამაჩნდა ამ ქვეყანაზე, არც ნათესავი, არც მშობლები, სხვა არავინ მყავდა. როცა მკვლელი ექიმის მარინა ღუდუშაურის დასმული დიაგნოზით საზღვარგარეთ წავიყვანე ჩემი ერთადერთი, ვიდრე ექიმს ველოდი, საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა ყურებში.
ძლივს ვიკავებდი კანკალს, არ მინდოდა ექიმის თვალწინ განადგურებული ვყოფილიყავი. როცა გავიგე, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და არა თუ კიბო, საერთოდ რაღაც უმნიშვნელო პრობლემა ჰქონდა, მეგონა, მეორედ დავიბადე
ფული რომელიც ჩემივე გამომუშავებული იყო შრომით, რომელიც თან მქონდა წაღებული, სიხარულით დავახარჯე იქვე ჩემს შვილს. დიდი ზეიმი მოვუწყე და დღემდე ახსოვს ის ბედნიერი დროსტარება”, – წერს ნინო მოზესი.