ნახეთ როგორ დასრულდა Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა – რას წერენ უცხოური გამოცემები

0
72

მსოფლიოს გავლენიანი მედიები, მათ შორის, Variety და The Hollywood Reporter წერენ, რომ ნეტფლიქსსა და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.

შეგახსენებთ,რომ ნონა გაფრინდაშვილმა ნეტფლიქსის წინააღმდეგ დავა 2021 წლის სექტემბერში წამოიწყო. საქმე ნეტფლიქსის ცნობილ სერიალს, ლაზიერის გამბიტს ეხება, რომლის ბოლო ეპიზოდში ქართველი მოთამაშეა ნახსენები. ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, Netflix-ის სერიალ ლაზიერის გამბიტში მის მცდარად წარმოჩენამ პროფესიული მიღწევები გააუფერულა, რამაც უდიდესი ტკივილი მიაყენა. მოჭადრაკე ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვდა.