ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებისაინტერესო ფაქტები ფილმის - „სამი კაკალი კონკიასათვის“ - შესახებ

საინტერესო ფაქტები ფილმის – „სამი კაკალი კონკიასათვის“ – შესახებ

frenis kompensaciafrenis kompensacia

ჩეხოსლოვაკიური ზღაპარი „სამი კაკალი კონკიასათვის“ საახალწლო არდადეგებზე ყოველ წელს გადიოდა ხოლმე.  
ეს არის ულამაზესი ზღაპარი კონკიაზე, კლასიკური სიუჟეტით. 

მსახიობი დანიელა გლავაჩოვა, რომელიც დედინაცვალის ქალიშვილს, დორას თამაშობდა, ორსულად იყო.
ფილმში მონაწილეობდნენ ჩეხი და გერმანელი მსახიობები, რომლებიც საუბრობდნენ საკუთარ ენაზე.

კონკია ლიბუშე შაფრანკოვას, ყოველი შემთხვევისთვის, გადასაღებ მოედანზე სამი ცხენი ჰყავდა - ორი გერმანული და ერთი ჩეხური.ფილმში ნადირობის სცენებია, მაგრამ არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა.თავდაპირველად „სამი კაკალი კონკიასათვის“ ზაფხულში უნდა გადაეღოთ, ამიტომ საზაფხულო კოსტიუმები შეკერეს. თუმცა, გადაღებები ცივი სეზონისთვის გადაიდო, რის გამოც მსახიობებს ძალიან სციოდათ.ყველა სცენა ცხენთან ლიბუშე შაფრანკოვამ თავად შეასრულა, გარდა ერთისა - სადაც ცხენი ხეს გაადახტა.სცენაში, სადაც დედა-შვილი ორმოში ვარდებიან, მსახიობების უსაფრთხოებისთვის კასკადიორები გადაიღეს.კოსტიუმები რენესანსის სტილში იყო შესრულებული, ასევე გამოყენებული იყო ზამთრის სცენები ბრიუგელის ნახატებიდან.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!