ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
თვითფრინავის ბილეთები

მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

frenis kompensaciafrenis kompensacia

28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს. სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, 2023 წლის 28 იანვარს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით ჩაიკეტება.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 159-ე კმ-დან (სოფ. ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან), საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით