პარასკევი, აპრილი 12, 2024
ფრენები
მთავარირელიგიააუცილებლად წაიკითხეთ ეს ლოცვა ნათლისღების ღამეს - სტატიაში ასევე ნახავთ რა არის...

აუცილებლად წაიკითხეთ ეს ლოცვა ნათლისღების ღამეს – სტატიაში ასევე ნახავთ რა არის ნათლისღება…

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

„ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ტროპარი:

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა. რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელგდვა შენ. და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცთომელობასა. რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი:

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა. მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!