პარასკევი, აპრილი 12, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიგავრცელებული ეროტიკული სიზმრების ხუთეული და მათი ახსნა

გავრცელებული ეროტიკული სიზმრების ხუთეული და მათი ახსნა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

1. პირველი სიყვარული ან ყოფილი

თუ ბობოქარი ღამე გქონდათ მასთან, ვინც დიდი ხანია არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, სჯობს არ მოუთხროთ ამის შესახებ თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს. მით უმეტეს, თუ ეჭვი გეპარებათ ყოფილის მიმართ გრძნობებში. ეს არის ეროტიკული სიზმრის ყველაზე გავრცელებული ტიპი. თუ ეს ხშირად მეორდება, იფიქრეთ იმაზე, თუ რა არ მოგწონთ თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაში. იქნებ თავს მარტოსულაფ გრძნობთ და სიყვარულიც არასაკმარისია?

2. უცხო ადამიანი, სახის გარეშე

გახსოვთ ეპიზოდი ფილმიდან, როდესაც ჰარი შეხვდა სალის|, სადაც სალი ამბობს, რომ თორმეტი წლიდან ესიზმრებოდა უცხო ადამიანი, რომელსაც მკვეთრი სახე არ ჰქონდა და ყოველმხრივ ასიამოვნებდა მას? ჰარის არ მოეწონა ეს, მაგრამ ეს ფანტაზია ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს.

სიზმრის მნიშვნელობა ის კი არ არის, რომ სადმე იდუმალი უცნობი გელოდებათ. ეს არის ოცნება საკუთარ თავზე, იმაზე, თუ რისი შემოტანა გსურთ თქვენს ცხოვრებაში, რა გსურთ გახდეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

3. უბრალოდ მეგობარი

ეროტიკული სიზმრების კიდევ ერთი სტუმარი არის ადამიანი, რომლის შესახებაც საერთოდ არ ფიქრობთ. დაასახელეთ ამ ადამიანის სამი ძირითადი დადებითი თვისება და დაფიქრდით, რა გაკლიათ აქედან. ქვეცნობიერი რთული რამ არის, ზოგჯერ ის ძალიან უჩვეულო გზით იძლევა რეკომენდაციებს.

4. სექსი ცნობილ ადამიანთან

ორი ვარიანტია. თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არის ვნებიანი ბიჭი (გოგო) და შეგიძლიათ მასთან ერთად დაწვეთ, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

ან ეს არის კიდევ ერთი ქვეცნობიერი გზავნილი, დაასახელოთ სამი რამ ამ ადამიანის შესახებ. იფიქრეთ იმაზე, თუ რით არის ის ცნობილი და რატომ. თუ ეს მუსიკოსია, გაიხსენეთ პოპულარული სიმღერის ტექსტი და იქ მოძებნეთ პასუხები. თუ მწერალია წიგნი და ა.შ.

5. ადამიანი, რომელიც გძულს

სექსი ჩხუბის შემდეგ შეიძლება მშვენიერი იყოს, მაგრამ სექსი, თუნდაც სიზმარში, იმ ადამიანთან, რომელიც გეზიზღებათ… მიუხედავად ამისა, ღირს დაფიქრდეთ, რატომ ატარებს თქვენი ქვეცნობიერი დროს იმ ადამიანთან, რომელსაც ვერ იტანთ. „შესაძლოა, შენი შინაგანი მე გიწოდებს მტერთან შერიგებისკენ, რადგან სიძულვილი ცუდი ენერგიაა“, – განმარტავს ფსიქოლოგი ლოვენბერგი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!