ფეიერვერკი მოხვდა და ადგილზე 2 შვილის თვალწინ დაიღუპა – ნახეთ რა მოხდა

0
3631
საახალწლო ზეიმის აღნიშვნისას ორი შვილის დედა მოკლეს მას შემდეგ, როდესაც მას ფოიერვერკი მოხვდა. 38 წლის ელიზანჯელა ტინემი ტრაგიკულად დაიღუპა, როდესაც 2023 წლის დადგომას არასანქცირებულად ზეიმობდნენ ბრაზილიის სანაპიროზე.ქალს ფოიერვერკი მოხვდა და ადგილზე მოკლა. ინტერნეტში დაიდო 24 წამიანი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ტურისტის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები სან პაულოში, პრაია გრანდეს სანაპიროზე, რომელსაც სამართალდამცავები განიხილავენ როგორც მკვლელობას.დაწყებულია გამოძიება ვიდეოში ჩანს ხალხი, რომლებიც დგანან სანაპიროზე და უყურებენ ფოიერვერკების ნათებას ცაზე. გადაღების დროს უცებ კამერა ტრიალებდა, რა დროსაც ჩანს მიწაზე ფოირვერკის დაცემა, რასაც მოჰყვა ძლიერი აფეთქება.

 

აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი გვერდზე ხტება, ხოლო სხვები, მათ შორის ოპერატორი, გარბიან. როდესაც კამერა უკან ტრიალდება, ჩანს რომ სხეული მიწაზე გართხმული. ამბობენ, რომ ელისანჯელას ორი შვილი დედის გარდაცვალების მომსწრე გახდნენ. ახალგაზრდა ქალს დღეს შუადღისას დაკრძალავენ ქალაქ სან პაულოში.

 

მოწმემ ლუიზა ფერეირამ, ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ სანაპიროზე რამდენიმე უნებართვო ფოიერვერკი გაიმართა. „როდესაც შუაღამე დადგა, უზარმაზარი ნათება დავინახე, დედას ვეხუტებოდი და შემდეგ ყველამ ყვირილი დაიწყო.”