ფსიქოლოგიური ტესტები ხშირად ჩვენ შესახებ ძალიან ბევრ ინფორმაციას გვაძლევს და ზუსტად აღწერს ქვეცნობიერში დაგროვილ ინფორმაციას. ეს ტესტი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია. ფოტოზე ოთხი სახეა გამოსახული. თქვენი ამოცანაა, დააფიქსიროთ ის, რომელსაც პირველივე შეხედვისას მოჰკარით თვალი. შემდეგ კი შეგიძლიათ, შესაბამის აღწერას გაეცნოთ. იმისათვის, რომ აღქმა გაგიმარტივდეთ, თითოეული სახე სხვადასხვა ფერის წრითაა შემოხაზული:
სახე თეთრ წრეში
კარგად იცით, რომ ბედნიერება მხოლოდ ფულში არ არის. მოგწონთ იმის გაცნობიერება, რომ ამ პლანეტაზე უშედეგოდ არ ხარ. მუდმივად ცდილობთ, სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ, ეხმარებით მათ, ვისაც ეს სჭირდება და ამას სრულიად უანგაროდ აკეთებთ. კეთილშობილი ადამიანი ხართ და თქვენი სურვილი, რომ სხვებს დაეხმაროთ, აბსოლუტურად გულწრფელია. მაღალი მორალური თვისებების გამო ბედი ხშირად დაგაჯილდოვებთ. მთავარია თქვენს გულსა და იდეალებს მიჰყვეთ.
სახე მწვანე წრეში
თვისება, რომელსაც სხვა ადამიანებში ყველაზე მეტად აფასებთ, პატიოსნებაა. თავადაც ცდილობთ, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი იყოთ. გაქვთ მკაცრად განსაზღვრული ზნეობრივი წესი და სხვებს ზუსტად ისე ექცევით, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ. ურთიერთობაში ნდობა თქვენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ენდობით ხოლმე მათ, ვინც ამას არ იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ისეთი ვინმე გყავთ გვერდით, რომლებიც გაფასებენ. კონსერვატორი ხართ და მოგწონთ ტრადიციების დაცვა - მოულოდნელი ცვლილებები კი თავიდან ძალიან განერვიულებთ და გაშფოთებთ.
სახე ყვითელ წრეში
თქვენი ერთ-ერთი მიზანია, იპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. ვერ იტანთ კონფლიქტურ სიტუაციებს, მაგრამ მათი გადაჭრაც საკმაოდ დიპლომატიურად და მშვიდობიანად შეგიძლიათ. კონფლიქტების მოგვარებაში ხშირად შუამავლის როლს ირგებთ. მეგობრები გიცნობენ, როგორც მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსაწყენი ადამიანი ხართ. გიყვართ ახალი თავგადასავლები, ბევრი რამის ცდა, საკუთარი თავის გამოწვევა და გამარჯვება.
სახე ლურჯ წრეში
პრაქტიკული ადამიანი ხართ, რომელსაც ყველაფრის კარგად აწონვა და ფიქრი უყვარს. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდეს. იმპროვიზაციის შანსს არ ტოვებთ. მუდმივად აუმჯობესებთ საკუთარ თავს და ცდილობთ, ნებისმიერი საქმე კიდევ უფრო მეტად განავითაროთ. თუმცა, ხანდახან პერფექციონიზმი გიტევთ, რაც საბოლოოდ ხელს გიშლით, რომ თქვენი შრომის შედეგით დატკბეთ.