პარასკევი, მარტი 31, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბებიარასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - 12 წლის ბავშვს მოწყალების...

არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა – 12 წლის ბავშვს მოწყალების თხოვ…

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას.

ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთის ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Facebook კომენტარები
amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

iafi aviabiletebi avia.ge