შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე... კაცური სიტყვა გატეხა"...

“ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა დავუჯერე… კაცური სიტყვა გატეხა” – ალექსანდრე პაიჭაძე სკანდალურ საიდუმლოზე ალაპარაკდა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე გა­და­ცე­მა “სთო­რი­ში” წლე­ბის წი­ნან­დელ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­დე­საც სე­რი­ალ “ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში” თა­მა­შობ­და.

ამ­ბობს, რომ მა­შინ რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ მო­ა­ტყუა და ნა­ნობს, რომ რე­ჟი­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ ხერ­ხებს არ მი­მარ­თა.

“რამ­დე­ნი ხა­ნია მე ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია. მა­შინ გოგა ხა­ინ­დრა­ვამ და­არ­ღვია ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბა, რაც მე მქონ­და მას­თან. უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რი სი­ტყვაც კი გა­ტე­ხა, რო­დე­საც მი­თხრა – შენ, რო­გორც ჰო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი ისე მო­ი­ქე­ცი, იარე შიშ­ვე­ლი ოთახ­შიო და მე სუ­ლელ­მა, გა­მო­უც­დელ­მა მსა­ხი­ობ­მა და­ვუ­ჯე­რე მას. მი­ვენ­დე, რო­გორც კა­ცის და რე­ჟი­სო­რის სი­ტყვას, რომ არ ჩას­ვამ­და სე­რი­ალ­ში ჩემს მკერდმო­შიშ­ვლე­ბულ კად­რებს. თუმ­ცა გა­მო­ვი­და სე­რი­ა­ლი და ვნა­ხე, რომ ჩემი მკერდმო­შიშ­ვლე­ბუ­ლი კად­რე­ბი წერ­და ძა­ლი­ან კარგ რე­ი­ტინგს.

ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შიშ­ვლად გა­მო­ჩე­ნა ეკ­რან­ზე, რო­მე­ლიც მე სუ­ლაც არ მსურ­და. მა­შინ იმ­დე­ნად გული დამ­წყდა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ახლა ვნა­ნობ, რომ რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ ხერ­ხს არ მივ­მარ­თე. ეთ­ქვა და ცოტა სხვა ჰო­ნო­რარს მო­ვი­თხოვ­დი, იქ­ნებ არ ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გი, უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტან, როცა არა­კა­ცუ­რად გა­ტყუ­ე­ბენ” – აღ­ნიშ­ნა პა­ი­ჭა­ძემ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!