ირლანდიელმა მარეგულირებლებმა, ბავშვების კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, Instagram-ი 405 მილიონი ევროთი დააჯარიმეს, – ამის შესახებ BBC წერს.
„საჩივარი ეხება ბავშვების მონაცემებს – განსაკუთრებით კი მათი ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს“, – წერს მედიასაშუალება.
Instagram-ის მფლობელმა Meta-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.