ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს

frenis kompensaciafrenis kompensacia

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგი ჭიაბრაშვილს ოპერაცია 3 საათზე ,მეტ ხანს უტარდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ამასთან დაკავშირებით, „დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა.

„თბილისის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგი ჭიაბრიშვილი 5 სექტემბერს თელავთან გასამართ მატჩამდე შეუძლოდ გახდა და აუცილებელი გახდა მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
 

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი კლუბის ექიმმა, დავით ხარაბაძემ გააკეთა. „გიორგი ჭიაბრიშვილს გუშინ, მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ - შუნტირება. გუშინვე იგი რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და დღეს გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა.“ ​გიორგი ჭიაბრიშვილი უახლოესი დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და მკურნალობას ადგილზე გააგრძელებს. დინამო თბილისი ჩვენს მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!