პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარიასტროლოგია28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ რა გელოდებათ დღეს

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – ნახეთ რა გელოდებათ დღეს

amindi

ვერძი

ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით ფინანსური საკითხების კუთხით. შესაძლოა, გადაჭრათ ისეთი პრობლემური საკითხი, რომლის მოგვარებაც დიდი ხანია გინდოდათ.

კურო

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კომუნიკაციას. სასურველია, საღამო თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, დაიცავით ზომიერება და ამავე დროს სიმტკიცე. კარგი დღეა სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს. საქმიან სფეროში, უმჯობესია, გუნდურ პრინციპებს დაეყრდნოთ.

ლომი

დღეს შესაძლოა, უფროსებისგან შექებაც დაიმსახუროთ. ნაყოფიერი დღეა სხვადასხვა მოლაპარაკებებისა და პროექტების სფეროში. აი, საღამოს კი შეგიძლიათ მეფურად დაისვენოთ.

ქალწული

დიპლომატია და სიმშვიდე ამ დღის მთავარი მოთხოვნაა. საჭიროებისამებრ, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ერთგულ, უკვე გამოცდილ მეგობრებსა, თუ კოლეგებს.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რადგან ამ დღეს მიღებული შეტყობინებები მნიშვნელოვანი იქნება პერსპექტივაში.

მორიელი

თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისა და სარისკო ქმედებებისგან. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ, თუმცა, მთავარია, განწყობა! ოპტიმიზმი თქვენი მთავარი იარაღია.

თხის რქა

გარკვეული გაუგებრობები შესაძლოა, თქვენს გეგმებზე ცუდად აისახოს, გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე.

მერწყული

უსიამოვნო დღის დასაწყისი მშვენიერი პერსპექტივებითა და მხიარული ატმოსფეროთი შეიცვლება. საღამოს მეტად დაისვენეთ და დრო ძალების აღდგენას დაუთმეთ.

თევზები

შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით, მეტი დრო დაუთმეთ სამსახურს. შეიქმენით პოზიტიური განწყობა და მეტად გახალისდით.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!